ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2021-05-11 10:06:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

➡მოქალაქეები, სოფლებში - ბოლოკიანსა და საქობოში, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული 3,5 მ3-მდე ოდენობის, ჭალის მუხის სახეობის პირველი და მეორე ხარისხის მორების ტრანსპორტირებას. მათ აღნიშნული ხე-ტყე სოფელ ჰერეთისკარის მიმდებარედ, შ.პ.ს "ფაუნას" ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრეს და დაამზადეს.

❗სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

✅გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.