მსჯავრდებულებისთვის გრაფიკული დიზაინის სასწავლო კურსი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 2021-05-10 13:16:00

#14 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები გრაფიკულ დიზაინს შეისწავლიან. ორი თვის განმავლობაში ბენეფიციარები „Adobe Illustrator CC- ში" მუშაობის ძირითად პრინციპებს დაეუფლებიან.

პროექტს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის - მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

სასწავლო კურსი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და მათთვის ახალი პროფესიული უნარების შეძენას ითვალისწინებს.