საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 10 852 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 2021-05-10 11:46:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში COVID-ვაქცინაციით 62 447 ათასმა ადამიანმა ისარგებლა.

სრულად ვაქცინირებულია 10 852 ადამიანი. 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისთვის. მოგვიანებით, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო არიან 55+ ასაკის მოსახლეობა, ასევე ორგანოგადანერგილი და დიალიზზე მყოფი ადამიანები.

ვაქცინაცია მიმდინარეობს AstraZeneca-ს და Pfizer-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. 

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.