მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი გაიმართა | ფოტოები

საქართველო, თბილისი - 2021-05-09 15:03:00

მოსკოვში, წითელ მოედანზე გაიმართა სამხედრო აღლუმი ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 76-ე წლისთავის აღსანიშნავად.

სამხედრო აღლუმები გაიმართა რუსეთის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში.

მოსკოვში გამართულმა აღლუმმა ერთ საათზე მეტ ხანს გასტანა. მასში 12 000-ზე მეტმა ადამიანმა, 190-ზე მეტმა სამხედრო ტექნიკამ და ათეულობით სამხედრო თვითმფრინავმა და ვერტმფრენმა მიიღო მონაწილეობა.

სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.