თელავში დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2021-05-09 13:06:00

22 წლის ნიკოლოზ რაზიკაშვილი, რომელიც 3 მაისს თელავიდან გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლოზ რაზიკაშვილი ტყეში, ჩამომხრჩვალი ნახეს. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.