ისრაელში, რელიგიურ დღესასწაულაზე, ჭყლეტის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 2021-04-30 14:16:00

ისრაელში რელიგიური დღესასწაულაზე, ჭყლეტის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. 100-ზე მეტი კი დაშავდა.

მერონის მთაზე, ებრაული დღესასწაულის ლაგ ბა-ომერის აღნიშნვნა პირველი მასობრივი ღონისძიებაა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. პოლიციის ინფორმაციით, ღონისძიებას 100 ათასამდე ადამინი ესწრებოდა.

გარდაცვლილთა ცხედრებისა და დაჭრილების გამოყვანაში სამხედროები ჩაერთნენ.