სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, კოვიდკლინიკაში გაჩენილ ხანძარს.
იბნ ხატიბის კლინიკაში შაბათს, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩნდა და ის ჟანბგადის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-ქადიმმა "ტრაგიკული შემთხვევის" სასწრაფოდ გამოძიება მოითხოვა.
დაშავებული პაციენტები ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, 120 პაციენტიდან 90-ის გადარჩენა შეძლეს.
The fire caused many of the oxygen tanks designated to support the #COVID19 patients in the hospital to explode. #Baghdad so far dozens of victims have been reported. pic.twitter.com/OAC8Jt3jq3
— Steven Nabil (@thestevennabil) April 24, 2021