პრინც ფილიპს დღეს დაკრძალავენ

საქართველო, თბილისი - 2021-04-17 13:12:00

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის მეუღლეს, ედინბურგის ჰერცოგს, პრინც ფილიპს დღეს, უინძორის ციხე-სიმაგრის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში დაკრძალავენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრები, 30 ადამიანი დაესწრება.

დაკრძალვის ცერემონია თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. ცერემონიის ტრანსლაცია პირდაპირი ეთერით იქნება გადაცემული სამეფო ოჯახის ოფიციალურ Youtube-ის არხზე.

ედინბურგის ჰერცოგი 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.