ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ შექმნას რეგულატორი, რომელიც რეგულატორი, რომელიც დასჯის ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის ამ მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, „ვინც ამას იკადრებენ“.
„ვერანაირ ეკონომიკას, ბატონო ბიძინავ და ძვირფასო მთავრობავ და სტაბილურობას, ასეთი ფარღალალო, უპატრონო მედიაპოლიტიკის პირობებში ვერ შექმნით. აქედან წამოგითაქებენ და ლამის გადმოგიყირავებენ სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი მედიაპროვოკაციის მეშვეობით და გაზარალებენ კიდევ სამ მილიარდს ანუ გაგინულებენ ნებისმიერ თქვენს მოქმედებას, რომელსაც ისედაც, დიდად არ გეტყობათ, რომ რაღაცას აკეთებდეთ ქვეყნის სასიკეთოდ“, - თქვა ვასაძემ.