ასე არ გამოვა, რომ სამართლიანობის აღდგენა დაერქვას ვიღაც შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის მინიჭებას და აქ დამთავრდეს - დავით დვალი

საქართველო, თბილისი - 2019-07-26 15:21:00

ასე არ გამოვა, რომ სამართლიანობის აღდგენა დაერქვას ვიღაც შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის მინიჭებას და აქ დამთავრდეს, რომ ვითომ ყველაფერი კარგად არის,“ - ეს განცხადებარუსთავი 2-ისდამფუძნებელმა, დავით დვალმა გააკეთა.

დავით დვალის თქმით, სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით ისინი უკვე ესაუბრნენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატს დარუსთავი 2-ისახალ გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას.

დვალი ამბობს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მათ შორის, ქიბარ ხალვაშის განცხადებები აჩვენებს, რომ სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირებები რეალურ გარანტიებს არ შეიცავს.

დავით დვალის თქმით, სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობას არა კონტრაქტი ან ბორდი, არამედკეთილი ნებასჭირდება.

მე და ჯარჯის გვქონდა რაღაც პატარა ჯგუფთან შეხვედრა და მინდა, რომ ყველასთან ჩამოვიაროთ და გაფართოებული ფორმატით ველაპარაკოთ. აუცილებლად, რადგანაც დაანონსებულია უკვე, რომ ამ შაბათ-კვირას სავარაუდოდ, იქნება შეხვედრა ქიბარ ხალვაშთან, ჩვენ მათთანაც გავივლით ამ თემას, თუმცა, ჯობია, სკეპტიკური განწყობა გითხრათ ჩემი ამ თემასთან დაკავშირებით. იცით, რაშია საქმე, რომ ცარიელ დაპირებებად მეჩვენება ეს ყველაფერი. მგონია, რომ არც ბორდი უშველის მაგას, არც დადებული კონტრაქტები, ანალოგია, რაც გამოჩნდა, პირველად, ქიბარმა რომ ახსენა, რომ რაღაც უცხოელ მენეჯერს მოიყვანს, თვალწინ ის იორდანი და ენტევეში დატრიალებული ამბავი, რომელიც რაღაც პერიოდი, შედარებით თავისუფალი რეჟიმით დატოვეს და საბოლოო ჯამში, მიიღეს მონსტრი, მდაბიო, ყვითელ პრესად გადაკეთებული სრულიად უმსგავსი ტელევიზია. მე ვერ ვხედავ რეალურად გარანტიებს, თუ კეთილი ნება არ არის ამის გაკეთების, არანაირი გარანტია არ უშველის. ისევ მინდა, მივმართო ჟურნალისტებს, რომ ეს ნუ იქნება თქვენთვის პესიმიზმის საბაბი, საბრძოლო ჯერ კიდევ არის, მგონია, რომ ასე არ დამთავრდება, კანონზომიერება თუ არსებობს სამყაროში,  ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასე არ გამოვა, რომ სამართლიანობის აღდგენა დაერქვას ვიღაც შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის მინიჭებას და აქ დამთავრდეს, რომ ვითომ ყველაფერი კარგად არის, - ამბობს დვალი.

დვალის თქმით, თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება, მისთის მიუღებელი იქნება.