რაც ხაზარაძეს აქვს ბრალად წაყენებული, იგივე წარმატებით შეუძლიათ, საკუთარ მინისტრს, ნათია თურნავას წაუყენონ - დავით ჭიჭინაძე

საქართველო, თბილისი - 2019-07-24 20:57:00

რაც მამუკა ხაზარაძეს აქვს ბრალად წაყენებული, იგივე წარმატებით შეუძლიათ, საკუთარ მინისტრს, ნათია თურნავას წაუყენონ, ნათქვამია მოძრაობასახალხო ტრიბუნისლიდერის, დავით ჭიჭინაძის მიერ თიბისი ბანკისდამფუძნებლების ბრალდების საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

ხელისუფლების მიმართ მექნება კითხვები. რაც მამუკა ხაზარაძეს აქვს ბრალად წაყენებული, იგივე წარმატებით შეუძლიათ, საკუთარ მინისტრს, ნათია თურნავას წაუყენონ, მით უმეტეს რომ ანალოგიური სქემებია იქაც. თან, ეს საქმე დიდი ხნის წინაა დაწყებული და ჩვენებებიცაა მიცემული, სადაც ჩანს, რომ 2012 წლამდე, ძალიან ბევრ ისეთ საქმეშია ბრალდებული, რასაც ხელმძღვანელობდა თურნავა და მისი გუნდი. ისინი კი, ვინც თავს დაზარალებულად ცნობს, მათი საქმე წინ არ წაწეულა. ანუ, არ შეიძლება შერჩევითი სამართალი. თუ ხაზარაძე დამნაშავეა, იგივე დანაშაულის ჩამდენია თურნავა და არაწარმატებულიმინისტრი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისაღმშენებელი“, როგორადაც ახლა გვიხატავენ. როგორც აშენეს ეკონომიკა ჩანს! ერთი დოლარი 2,91 ლარს აჭარბებს“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ  ხელისუფლება უფრო პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს, როდესაც ასეთ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს.