არავის ეგონოს, რამე გამაჩერებს...ვერავინ ვერავის შეაშინებს - ხაზარაძე

საქართველო, თბილისი - 2019-07-24 18:56:00

ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, იმიტომ, რომ საქართველო არის ჩვენი და ეს ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი, ევროპული ორიენტაციის, - განაცხადათიბისი ბანკისდამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ, სადაც ბრალდების დადგენილება და საქმის მასალები გადაეცათ.

დაკითხვაზე იმდენჯერ მოვალ, რამდენჯერაც დამიბარებენ, მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი, არავის ეგონის, რომ რამე გამაჩერებს, ვართ მართლები, როგორც 12 წლის წინანდელ საქმეში, ისე გუშინწინდელ საქმეში და ყველა ამ პერიოდის განმავლობაში. ასე რომ დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, იმიტომ, რომ საქართველო არის ჩვენი და ეს ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი, ევროპული ორიენტაციის. მე არაფერს გამოვრიცხავ, მზად ვარ ყველაფრისთვის, ვერავინ ვერავის შეაშინებს“, - განაცხადა ხაზარაძემ.