მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შსს-ის ხელში ვართ - მამუკა ხაზარაძე

საქართველო, თბილისი - 2019-07-24 17:24:00

ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შსს- ხელში ვართ, – ამის შესახებთიბისი ბანკისდამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

გამოძიებას ტრანზაქციაზე სრული ინფორმაცია მივაწოდეთ. იცით, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ, იურიდიულმა და აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატარა ამის გამოკვლევა. ეს, რაც დღეს თქვეს, არის აბსოლუტური აბსურდი. ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შსს- ხელში ვართ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.