ალექსანდერ ვერშბოუ უარყოფს ინფორმაციას, რომ იგი საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება

საქართველო, თბილისი - 2019-07-23 10:00:00

ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუ უარყოფს ინფორმაციას, რომ იგი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად ინიშნება. ამის შესახებ მან მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.

"ვამაყობ, რომ საქართველოს მეგობარი და მისი ნატო-სკენ სწრაფვის მხარდამჭერი ვარ, მაგრამ მე არ ავურჩევივართ აშშ-ის ელჩად საქართველოში", - დაწერა ვერშბოუმ.