ლევან კობერიძე „რუსთავი 2“-ის თემაზე დვალსა და აქიმიძეს პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრას სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 2019-07-22 16:33:00

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძერუსთავი 2“-ის საკუთრების დავის თემაზე დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, რამდენიმე დეპუტატთან ერთად,  პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრისა და მსჯელობის გამართვას სთავაზობს. ამის შესახებ კობერიძე სოციალურ ქსელფეისბუქშიწერს.

ეს თემა დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ კერძო საკუთრების კუთვნილების საკითხს და იმავდროულად, ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ამიტომ ამ ორი ადამიანის, (რომლებიც საკუთრების უფლებისათვის ძალიან დიდი ხანია იბრძვიან) საზოგადოების ინტერესების გამომხატველ სივრცეშიპარლამენტში მოწვევას და მოსმენას აუცილებელად მივიჩნევთ. დაველოდებით მათ მოსაზრებას მსგავსი ტიპის შეხვედრის შესახებ და პირველადი ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში, ოფიციალურად გავუგზავნით მოწვევას“, – აღნიშნავს  დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე“, – წერს ლევან კობერიძე.