სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 2019-07-18 18:37:00

სტრასბურგის სასამართლომრუსთავი 2“-ის საქმეზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებევროპული საქართველოსწევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

სწორი გადაწყვეტილებაა, რომრუსთავი 2“ ამ გადაწყვეტილებას დიდი პალატაში გაასაჩივრებს. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ივანიშვილის გუნდს მოვუწოდო, კიდევ ერთი მძიმე შეცდომა არ დაუშვან და მინიმუმ დიდი პალატის გადაწყვეტილებამდე იმ სამართლებრივ ინსტრუმენტებს, რაც არსებობს ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის, მათშორის, რომელიც გენერალურ დირექტორ გვარამიას ეხება, არ შეეხონ. ტყუილად აქვთ ილუზია, რომ ახლა ამ გამარჯვებით რაც მათ გონით, რომ გამარჯვებაა, შეცვლიან იმ ტალღას, რაც ქვეყანაშია. პირიქით, მდგომარეობას მხოლოდ დაამძიმებენ და რისკებს გაზრდიან. თვითონ ამით პოლიტიკურად ვერ გადარჩებიან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.