პარლამენტის თავმჯდომარის სკამი როდის გახდა წმინდანის სკამი - ნინო ბურჯანაძე რომ იჯდა მაშინ თუ კაკო ასათიანი? - ზაქარია ქუცნაშვილი

საქართველო, თბილისი - 2019-07-15 15:56:00

პარლამენტის თავმჯდომარის სკამი როდის გახდა წმინდანის სკამი - ნინო ბურჯანაძე რომ იჯდა მაშინ თუ კაკო ასათიანი?, - ასე უპასუხა BM.GE-ის ჟურნალისტს საქართველოს პარლამენტის წევრმა, თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა შეკითხვაზე -  „გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ჯდომა რა იყო? რას დაარქმევდით?"

„ნიკა გვარამიას სტანდარტებით საუბრობთ, წმინდანის სკამია პარლამენტის თავმჯდომარის სკამი? თუ რა არის ვერ გავიგე? თუ როდის გახდა წმინდანის სკამი - ნინო ბურჯანაძე რომ იჯდა მაშინ თუ კაკო ასათიანი რომ იჯდა მაშინ?", - თქვა ქუცნაშვილმა.