რაც დღეს ვიხილეთ „რუსთავი 2“-ის ეთერში, ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაა - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 2019-07-07 23:19:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიკრობლოკ „ტვიტერში“ რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიმართვას ეხმიანება.

რაც დღეს ვიხილეთრუსთავი 2“-ის ეთერში, მეტი არაფერია, თუ არა პროვოკაციის ამაზრზენი გამოხატულება და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა. ეს სრულიად მიუღებელია!“, – წერს მამუკა ბახტაძეტვიტერში“.

ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის გადაცემაპოსკრიპტუმისწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა  მიმართვაში გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც.