დიდი პროპაგანდის ნაწილია, თუ როგორ ჩამოიქცევა საქართველო რუსეთის გარეშე - უკრაინაში საქართველოს ელჩი

საქართველო, თბილისი - 2019-06-22 13:55:00

უკრაინაში საქართველოს ელჩი სანდრო თოფურია დიდი რაოდენობით რუსი ტურისტების საქართველოდან გასვლის შესახებ საუბრებს პროპაგანდის ნაწილს უწოდებს.

ელჩის თქმით, სტატისტიკური მონაცემები პროპაგანდის მაჩვენებლებზე  12-ჯერ ნაკლებია.

"ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ერთ დღეში გავიდა 28000 ადამიანი, გაუქმდა 75000 ჯავშანი და .. დიდი ექსპერტობა არ სჭირდება ამას, რომ ეს ყველაფერი დიდი პროპაგანდის ნაწილია - თუ როგორ ჩამოიქცევა საქართველო რუსეთის გარეშე. მცირე სტატისტიკა: გადავთვალოთ - დღეში რუსეთისკენ 14 რეისი დაფრინავს, ყველა 130-180 ადამიანის ტევადობის boeing/airbus ხომალდებით. დავუშვათ რომ ყველა რეისი სავსე იყო და ყველა მგზავრი რუსი იყო, საქართველოდან 1 დღეში გავიდოდა 2520 ადამიანი, რაც 12-ჯერ ნაკლებია პროპაგანდის მაჩვენებლებზე", - აცხადებს  ელჩი.