Red Wings-ი მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით იწყებს ავიარეისებს

საქართველო, თბილისი - 2019-02-05 10:30:00

ავიაკომპანია Red Wings-ი 2 ივნისიდან მოსკოვი-ბათუმის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას.

Red Wings-ის ინფორმაციით, მოსკოვიდან (დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტი) ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ფრენები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს,  პარასკევსა და კვირას განხორციელდება.