FlyUIA თბილისი-ნიუ იორკის მიმართულებაზე ფასდაკლების აქციას აცხადებს

საქართველო, თბილისი - 2019-02-05 10:24:00

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA თბილისი-ნიუ იორკის მიმართულებაზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. როგორც FlyUIA-ს საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, პრომო აქციის ფარგლებში ავიაბილეთების გაყიდვა 17 თებერვლამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 20 მაისამდე პერიოდში.

აქციის ფარგლებში თბილისი-ნიუ იორკი-თბილისის ავიაბილეთების ღირებულება 460 ევროდანაა. აღნიშნული ფასი მოიცავს აეროპორტების მოსაკრებელსაც. 

ფრენები ხორციელდება კიევის გავლით.