დღეს ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2019-02-05 09:46:00

5 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს ასოციაციებს, დონორ ორგანიზაციებსა და სამშენებლო კომპანიებს ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს და სატენდერო პირობებს გააცნობს.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მაოდგილე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და  სამშენებლო კომპანიების წარმოამდგენლები.