დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2019-01-30 09:23:00

დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა გაიმართება. სებ-ის ინფორმაციით, დღეს 16:00 საათზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულებისთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა  12 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.00 პროცენტს შეადგენს.