YanAir Airlines-ი 16 მაისიდან ოდესა-თბილისის მარშრუტზე ფრენებს განაახლებს

საქართველო, თბილისი - 2019-01-29 13:35:00

უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი ოდესა-თბილისის მარშრუტზე ფრენებს განაახლებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ოდესა-თბილისი-ოდესას მიმართულებაზე ფრენები 16 მაისიდან განახლდება. ავიაკომპანია ოდესა-თბილისს შორის კვირაში ორი სიხშირით იფრენს. რეისები ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდენა.