დუბაის აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო Emirates-ი ფრენების კორექტირებას ახდენს

საქართველო, თბილისი - 2019-01-23 12:27:00

ავიაკომპანია Emirates-ი ფრენების პოლიტიკის კორექტირებას ახდენს, რომლის ფარგლებშიც ავიარეისების ნაწილი გაუქმებული იქნება, ხოლო ნაწილი - გადადებული.

აღნიშნული კი გამოწვეულია იმით, რომ დუბაის საერთაშორისო აეროპორტის სამხრეთის მდებარე ასაფრენ/დასაფრენი ბილიკები რემონტის გამო იკეტება. სარეაბილიტაციო სამუშაოების 16 აპრილიდან დაიწყება და 30 მაისამდე გასტანს.

საჰაერო ჰაბში მხოლოდ ერთი ბილიკი იფუნქციონირებს და ამ ფონზე Emirates-ი დროებით 48 თვითმფრინავისა და ზოგიერთი რეისების ექსპლუატირებას შეაჩერებს. 45 დღის განმავლობაში ავიაკომპანიის რეისები 25%-ით შემცირდება.

ავიაკომპანია გაჩერებულ თუ გადატანილ რეისებს ჩვეულ რეჟიმში ივნისიდან განაახლებს და ამ პერიოდისთვის აფრიკის მიმართულებით სიხშირეების ზრდასაც გეგმავს.