უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ თემირლანის საქმეში არიან ჩარეული - მალხაზ მაჩალიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 2018-09-10 18:15:00

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე აქციის დაწყებისთვის ემზადებიან.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში არიან ჩარეული.

„მთავარი მოთხოვნა იქნება ის, რასაც ვითხოვდი ყოველთვის – დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამ საქმეში არიან ჩარეული. ხმამაღლა ვიტყვი  – ამ ტერაქტში გარეული, ვისაც ხელები სისხლში აქვს ამოსვრილი. კონკრეტულ სახელებს ყოველთვის ვასახელებდი, ესენი არიან გომელაური, გოგაშვილი და ის სპეცნაზელი“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან აქციის მონაწილეები.