მირზა სუბელიანის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშნები არსებობს - ირაკლი აბესაძე

საქართველო, თბილისი - 2018-09-04 15:59:00

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშნები არსებობს მირზა სუბელიანის მიმართ, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი აბესაძემ. 

მისი განმარტებით, საგამოძიებო კომისია სუბელიანის მიმართ რამდენიმე მიმართულებით მოითხოვს გამოძიების დაწყებას. 

"ეს არის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა კომისიისთვის, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით, მოწმეზე ზემოქმედების მიმართულებით და გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიმართულებით. ჩვენ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, რადგან ასეთი ტიპის ნიშნები მის განხორციელებულ ქმედებებში შეინიშნება“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ კომისიის დღევანდელ სხდომაზე.

ამ წუთებში, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.