ეს არის მთავრობასთან განსახილველი საკითხი - იოჰანეს ჰანი IBSU-ზე

საქართველო, თბილისი - 2018-09-04 12:50:00

ეს არის მთავრობასთან განსახილველი საკითხი, - ამის შესახებ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (IBSU) დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ის არსებული ვითარების შესახებ ინფორმირებულია.

მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპულ სკოლასთან გამართულ აქციაზე IBSU-ს სტუდენტებს მოუსმინა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის საკითხი მთავრობასთან განსახილველია.

„დიახ, მე მათ მოვუსმინე. სრულად ინფორმირებული ვარ სიტუაციის შესახებ. ეს არის მთავრობასთან განსახილველი საკითხი“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ცნობისთვის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნის ცერემონიალის პარალელურად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია მიმდინარეობდა.