ჩემი შვილი დამნაშავე არ არის - ბრალდებული მწყემსის დედა

საქართველო, თბილისი - 2018-08-27 13:50:00

ჩემი შვილი დამნაშავე არ არის, - განაცხადა ჟურნალისტებთან სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის დედამ, მარინა მარტიაშვილმა. 

მარტიაშვილი მისი შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მის გათავისუფლებას მოითხოვს. 

"თუ მართალია პროკურატურა, რატომ გააქრეს 8 ივლისს, 112-ში განხორციელებული ზარები? 112-ში ვრეკავდით, როდესაც ჩემ შვილს ვეძებდით. დარწმუნებული ვარ იგი უდანაშაულოა, რადგან მე ვიცი რაც არის ჩემი შვილი. ამ დანაშაულს იგი არ ჩაიდენდა",- განაცხადა მარტიაშვილმა.

კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. პროცესი ამ წუთებში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.