„ქართული ოცნების" პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 2018-08-24 12:54:00

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირები​თ  „ქართული ოცნების" პოზიცია ალბათ, გაჟღერდება მას შემდეგ, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება ანუ 8 სექტემბრის შემდეგ სავარაუდოდ და ეს ასე მოხდება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია", -განაცხადა კობახიძემ.