თბილისი.24.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". სოფლის მეურნეობის მინისტრი წელს 100 000 ტონაზე მეტ ციტრუსის მოსავალს ელოდება. ამის შესახებ განცხადება ბაკურ კვეზერელმა პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე გააკეთა. კვეზერელის განცხადებით, გაიზრდება ქართული ციტრუსის ექსპორტი ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც და იმავდროულად სახელმწიფო მუშაობს ციტრუსის შიდა ბაზარზე დამუშავებისთვის ხელშეწყობის მიზნითაც.
"არსებობს სრული მზადყოფნა ციტრუსის მოსავლის უფრო დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაშიც", - აცხადებს კვეზერელი.