ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

საქართველო, თბილისი - 2017-04-25 11:57:00

ანტიკორუფციულმა საბჭომ, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობს, ანტიკორუფციული სტრატეგია და ახალი, 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და ახალი, 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა; 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესისა და მონიტორინგის ანგარიშები, აგრეთვე, ანტიკორუფციული პოლიტიკისა და სამართლებრივი ბაზის შესახებ საჯარო მოხელეთა საერთო ტრენინგგეგმა წარმოადგინა. 

ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მომზადებულია სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების რეკომენდაციების გათვალისწინებით. ახალ სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახულია ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO), „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელისა“ (OECD-ACN) და არასამთავრობო (TI, IDFI, GYLA) ორგანიზაციების რეკომენდაციები.

ახალი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს:

ანტიკორუფციული საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები; ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.