13 წლის გოგონას სახურავიდან გადმოვადრნის ფაქტს შსს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს

საქართველო, თბილისი - 2017-04-23 17:18:00

საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონას გადმოვარდნის ფაქტზე შსს-მ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შემთხვევა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა. როგორც ცნობილია გოგონა იმ კორპუსის მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, სადაც ის სიცოცხლის ბოლო წუთებში იმყოფებოდა.