თბილისში, სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა

საქართველო, თბილისი - 2017-04-23 17:03:00

თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა. ,,რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი პირველმა ბავშვის დედამ აღმოაჩინა. ცხედარი უკვე გადასვენებულია ექსპერტიზაზე. 

ადგილობრივები ერთ-ერთ ვერსიად გადმოგდებასაც ვარაუდობენ და ამბობენ, რომ კორპუსის სახურავზე ასასვლელი კარი გასაღებით იყო დაკეტილი.

როგორც ცნობილია გოგონა იმ კორპუსის მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, სადაც ის სიცოცხლის ბოლო წუთებში იმყოფებოდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.