იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სანქციები მკაცრდება

საქართველო, თბილისი - 2017-04-18 10:34:00

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სანქციები მკაცრდება. კანონპრეოქტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ. სიახლე დანაშაულის მძიმე კატეგორიაში გადასვლას ითვალისწინებს.

შესაბამისად, იზრდება ამ ბრალდებით გათვალისწინებული პატიმრობის ვადაც.

ამჟამად დანაშაული 3-დან 4 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. კანონპროექტის მიხედვით, მაქსიმალური სასჯელი 6 წელია.

"ეს იქნება პრევენციისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ძალადობრივი დანაშაულებების ჩადენა. მინიმალური ზღვარი ისევ რჩება იგივე, არ იცვლება, ხოლო ზედა ზღვარი იქნება 6 წლამდე," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.