რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონიდან 3 მოქალაქე გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 2017-04-17 16:45:00

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსი ოკუპანტების მიერ გორის რაიონიდან 3 მოქალაქის გატაცებას ადასტურებს.

ადგილობრივების განცხადებით, 3 ახალგაზრდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არცევში მდებარე სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, რა დროსაც ისინი ოკუპანტებმა სოფელ ჯარიაშენის მკვიდრი, ლევან ბოლოთაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი და რევაზ დრესელი აიყვანეს. 

ამ სამი მოქალაქიდან ერთ-ერთი უკვე მეორედ არის გატაცებული. ოჯახის წევრები ამ დრომდე მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.