აწყურთან ავარია მოხდა

საქართველო, თბილისი - 2017-04-13 19:00:00

აწყურთან, სატვირთო მიკროავტობუსი და ოპელის მარკის ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.