სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განახლებული ერთიანი სტრატეგია და 2017-2021 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. სხდომას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა. ღონისძიების მონაწილეებმა 2016 წლის ანგარიშიც მოისმინეს.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა; სასამართლო რეფორმა; სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა; პრობაციის სისტემის რეფორმა; პოლიციის რეფორმა; პროკურატურის რეფორმა; იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმა; სისხლის სამართლის სისტემაში რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია; იურიდიული განათლების რეფორმა; სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება.
დღეს დამტკიცებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არაერთ სიახლეს ითვალისწინებს. კერძოდ:
სისხლის სამართლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია, აგრეთვე, უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისათვის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების; პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმების დახვეწა; ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და ფსიქიატრიული სერვისების განვითარება.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ევროკავშირის პროექტის − „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ − თანადგომით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები − აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.