პენიტენციურ დაწესებულებებში სააღდგომო ამანათების მიღება მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 2017-04-13 12:07:00

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.

კანონით დადგენილი წესით, ამანათებს ყველა პენიტენციური დაწესებულება იღებს - 13-14 აპრილს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე და 15 აპრილს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.