დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა

საქართველო, თბილისი - 2017-04-10 13:52:00

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა. 

ადვოკატის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის გადაწყვეტილებაზე იმ ინფორმაციამაც იმოქმედა, რომ მას საპატრიარქოს წარმომადგენლები მოინახულებენ. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მღვდელმსახური დღეს დეკანოზს მოინახულებს.