გალის რაიონში ცოლ-ქმარი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 2017-04-10 12:04:00

მკვლელობა ოკუპირებული გალის რაიონში - სოფელ სიდაში წურწუმიების ოჯახს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი სანადირო თოფითაა მოკლული.

მეზობლების თქმით, მოკლულ გია წურწუმიას, რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებულ გალში უთანხმოება მოუვიდა.

ადგილზე ე.წ. აფხაზური მილიცია მუშაობს.