თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს

საქართველო, თბილისი - 2017-04-10 11:09:00

თურქეთში ავტოავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, 6 კი - დაშავდა. დაღუპულის ცხედარი საქართველოში უკვე გადმოასვენეს.

დაშავებულები რიზეს საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. იქ იმყოფებოდა საქართველოს კონსული.

სამგზავრო მიკროავტობუსი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.