ავტობანის რუის-ურბნისის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა, არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 2017-04-09 17:12:00

ავტობანის რუის-ურბნისის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის 276-მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.