გლდანში, ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა

საქართველო, თბილისი - 2017-04-08 16:22:00

თბილისში, გლდანის ხიდებთან, ავტომობილი განათების ბოძს დაეჯახა. მანქანის დეტალები რამდენიმე მეტრზეა მიმოფანტული. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში მჯდომი ორივე მგზავრი გადარჩა.

საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.