თბილისში, ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 2017-04-08 13:16:00

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ცივი იარაღის გამოყენებით მოხდა. ფაქტზე დაკავებულია 3 პირი. ამოღებულია წაღებული თანხა. ამჟამად ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.