ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებითსვის ორი მეწარმე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2017-04-08 11:48:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი მეწარმე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2017 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, განახორციელეს ფიქტიური უსაქონლო ოპერაციები, რა დროსაც მათივე შექმნილ ორგანიზაციებში, დამატებითი ღირებულების გადასახადში უკანონო ჩათვლების მიღების მიზნით დაამზადეს 8 000 000 ლარამდე ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს მაიდგა 1 225 610 ლარის ზიანი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.