თბილისში, აფთიაქი გაძარცვეს - წაღებულია თანხა

საქართველო, თბილისი - 2017-04-07 13:18:00

თბილისში, ხუდადოვის 99-ში მდებარე აფთიაქი "მიკო" გაძარცვეს. 

დილით სამსახურში მისულ ფარმაცევტებს აფთიაქის კარი დაზიანებული დახვდათ, რის შემდეგაც მათ პოლიცია გამოიძახეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ქურდობა ღამით მოხდა. წაღებულია თანხა.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს გლდანი-ნაძალადევის პოლიცია იძიებს.