მეტეხის ხიდნთან ნაპოვნ ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა

საქართველო, თბილისი - 2017-04-05 18:10:00

მეტეხის ხიდნთან ნაპოვნ საეჭვო ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა. ინფორმაცია სამართალდამცველებმა დაადასტურეს. 

თბილისში, მეტეხის ხიდთან საეჭვო ნივთი  აღმოაჩინეს. ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები, მათ შორის, გამნაღმველები.  

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ.  მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.