ორმა ახალგაზრდამ ტაქსის მძღოლის დაყაჩაღება სცადა

საქართველო, თბილისი - 2017-04-03 10:55:00

თბილისში, გამთენიისას ყაჩაღობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ორმა ახალგაზრდამ ტაქსის მძღოლის დაყაჩაღება სცადა.

დიღომში, რესტორან „ჭაშნაგირთან“ , მანქანას ექსპერტკრიმინალისტები ამოწმებენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მძღოლს კი სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე კითხავენ.