ტურისტები სტრიპტიზბარს თანხის გამოძალვის გამო უჩივიან

საქართველო, თბილისი - 2017-04-02 13:52:00

3 ინდოელი ტურისტი სტრიპტიზბარ „DOLLS“-ს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს. მათი თქმით, 2 ბოთლი ლუდის ანგარიშის გაპროტესტების შემდეგ დაცვის სამსახურის ოთახში ძალით გაიყვანეს და წაართვეს ნაღდი ფული 200 ლარი, 500 არაბული დირჰემი, ანგარიშიდან კი 3636 ლარი მოუხსნეს.